logo
ENG



"სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება" - სუს-მა გიორგი ყუფარაძის ოფისი გაჩხრიკა

10 აგვ 202121:02
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შსს-ს ყოფილი თანამშრომლის, არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის დამფუძნებლის, გიორგი ყუფარაძის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა.

ჩხრეკა სუს-ის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის დაასრულეს, შემდეგ კი ყუფარაძესთან ერთად ე.წ. მოდულის შენობაში გადაინაცვლეს.

"ახლა მივდივარ [სუს-ში] და გავერკვევი ყველაფერში რა ხდება. ამოიღეს ტექნიკა და წაიღეს. არაფერი არ არის ისეთი, რომ სანერვიულო მქონდეს", - უთხრა ჟურნალისტებს ყუფარაძემ.

როგორც ფორმულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ჩატარებული ღონისძიებები სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების მუხლით მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.

უწყებაში დღეს თქვეს, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა სუს-ის თანამშრომლებისა და თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ფაქტები, რაც მათივე განმარტებით, "ცალსახად წარმოადგენს "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" კანონის დარღვევას".


close დახურვა